სწავლა განახლდება 15 მარტს.
მოგმართავთ თხოვნით, ბავშვები დაბრუნდნენ მოწესრიგებული სასკოლო ნივთებით. სისტემატიურად ატარონ კალამი, უბრალო ფანქარი, საშლელი,ფერადი ფანქრები, წებო, თაბახის ფურცლები.
დავალებებს ერთ დღეს ნუ დააწერინებთ, გადაუნაწილეთ რამდენიმე დღეზე.
ქართული (შეასრულეთ შეძლებისდაგვარად)
დამატებით:
1)ყურადღებით წაიკითხეთ ,,ია", ,,ხმოვნები და თანხმოვნები"(,,დედაენა"- მეორე ნაწილი გვ.8,9)
უპასუხეთ კითხვებს ზეპირად
სავარჯიშო(გვ.9) შეასრულეთ თორმეტფურცლიან რვეულში.
,,დედაენის" სავარჯიშო კრებულში გვ.47 შეასრულეთ სრულად.
2):წაიკითხეთ "ჟირაფი ჟუჟუ"
პირველ, მეორე და მესამე სავარჯიშოზე პასუხები გაეცით ზეპირად, დანარჩენი შეასრულეთ თორმეტფურცლიან რვეულში.
ბედნიერ და ნაყოფიერ არდადეგებს გისურვებთ!
Comments
Post a Comment