სწავლა განახლდება 15 მარტს. მოგმართავთ თხოვნით, ბავშვები დაბრუნდნენ მოწესრიგებული სასკოლო ნივთებით. სისტემატიურად ატარონ კალამი, უბრალო ფანქარი, საშლელი,ფერადი ფანქრები, წებო, თაბახის ფურცლები. დავალებებს ერთ დღეს ნუ დააწერინებთ, გადაუნაწილეთ რამდენიმე დღეზე. ქართული ( შეასრულეთ შეძლებისდაგვარად) დამატებით: 1)ყურადღებით წაიკითხეთ ,,ია", ,,ხმოვნები და თანხმოვნები"(,,დედაენა"- მეორე ნაწილი გვ.8,9) უპასუხეთ კითხვებს ზეპირად სავარჯიშო(გვ.9) შეასრულეთ თორმეტფურცლიან რვეულში. ,,დედაენის" სავარჯიშო კრებულში გვ.47 შეასრულეთ სრულად. 2) :წაიკითხეთ "ჟირაფი ჟუჟუ " პირველ, მეორე და მესამე სავარჯიშოზე პასუხები გაეცით ზეპირად, დანარჩენი შეასრულეთ თორმეტფურცლიან რვეულში. ბედნიერ და ნაყოფიერ არდადეგებს გისურვებთ!